რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ხელს უწყობს მსოფლიოს გათავისუფლების პროცესს დასავლეთის ნეოკოლონიალური ჩაგვრისგან.
„დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ ახალ „ცივ ომზე“, არამედ ვაშინგტონისა და მისი სატელიტების მუდმივ სურვილზე, რომლებიც თავს „კაცობრიობის ბედის არბიტრებად“ წარმოადგენენ, დააწესონ ამერიკაზე ორიენტირებული მსოფლიო წესრიგის მოდელი. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლური უმცირესობა ცდილობს შეცვალოს გაერო-ზე ორიენტირებული არქიტექტურა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართალი საკუთარ „წესებზე დაფუძნებული წესრიგით“. ამ წესებს თავად ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები წერენ და შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობას სავალდებულოდ აკისრებენ.
„კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობები, შეაფერხოს ისტორიის ბუნებრივი მიმდინარეობა, გადაჭრას თავისი პრობლემები სხვის ხარჯზე, განწირულია. დღევანდელ სამყაროს აქვს გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე ცენტრი, ის მრავალპოლარულია. ჩვენ ვხედავთ, როგორ დინამიურად ვითარდება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის სახელმწიფოები. ყველას აქვს არჩევანის რეალური თავისუფლება, მათ შორის განვითარების გზები და ინტეგრაციის პროექტებში მონაწილეობა. ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ასევე ხელს უწყობს მსოფლიოს გათავისუფლების პროცესს დასავლეთის ნეოკოლონიალური ჩაგვრისგან“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო Xinhua-თან ინტერვიუში.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
