LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალი გრძელდება: „საქართველოს ბანკიდან“ შეიარაღებულმა პირმა თანხა გაიტაცა

594
yacagoba

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველმა განაცხადა, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, გატაცებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობა) დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები