LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხების ჩამოწერა შეუძლებელია – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

113
კობა-გვენეტაძე-1

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სესხების გადავადების საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ სესხების ჩამოწერა შეუძლებელია, თუმცა ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მაქსიმალურად ითვალისწინებენ იმ სირთულეებს, რომლებიც მსესხებლებს აქვთ.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საბანკო სექტორი აგრძელებს სირთულეების მქონე მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის შესწავლას და მათზე მორგებული გადახდის განრიგის შეთავაზებას.

„ბანკებს საკმარისი ლიკვიდური რესურსი აქვთ, რომ ამ კუთხით გამოწვევებს უპასუხონ. დეკემბრიდან ეროვნული ბანკის წახალისებით, კომერციულმა ბანკებმა გადავადების მესამე ტალღა დაიწყეს. იმ მსესხებლების შემთხვევაში, რომლებიც შემოსავლების შემცირება-დაკარგვის გამო ვერ ახერხებენ გადახდას და საშეღავათო პერიოდი სჭირდებათ, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს არ სთხოვს მოსალოდნელი დანაკარგის დამატებითი რეზერვის შექმნას. ეს ამ სიტუაციაში აუცილებელია. ხშირად ამბობენ ხოლმე, საერთოდ რატომ არ ხდება ამ სესხების ჩამოწერა. მოგეხსენებათ, რომ გაცემული სესხები არის ვალდებულებებით, რომელიც ბანკს აქვს და მასზე პროცენტის დარიცხვა არ შემცირებულა, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ასეთი ჩამოწერები მოხდეს”, – აღნიშნა გვენეტაძემ და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მაქსიმალურად ითვალისწინებენ იმ სირთულეებს, რომლებიც მსესხებლებს აქვთ და ცდილობენ, რომ გადახდების ახალი განრიგი მოარგონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები