LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ხაჭაპურიძე: ვიბრძოლებთ, რომ მოსამართლეები კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ

149
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მოსამართლეები კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ დღეს ადვოკატებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ, მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებას ველოდებით. თუ დღეს ჩაგვბარდა, დავწერთ სააპელაციო საჩივარს. რაც შეეხება CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ამ ადამიანს გულისყრის ეპიზოდები ჰქონდა. მოწინააღმდეგე მხარე აცხადებდა, რომ თურმე შაჰინ ემანუელ ლახანს ის ნიმუშები, რომელიც აღებული ჰქონდა, არ დაულუქავს და ა.შ. თვალნათლივ გამოაშკარავდა, რომ რასაც ისინი ამბობდნენ, აბსოლუტური სიცრუე იყო. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ადამიანი ცუდად იყო, ხოლო მოსამართლემ არ ისურვა, რომ მასთან პალატაში მისულიყო, თუმცა სააპელაციო სასამართლოში იგივე საკითხს დავაყენებთ და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მოსამართლეები კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძემ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს 6 ოქტომბერს გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, რომელიც არც მიხეილ სააკაშვილს ახსოვდა და არც ავადმყოფობის ისტორიაშიც დაფიქსირებული არ იყო.

„მიხეილ სააკაშვილს 6 ოქტომბერს გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, რომელიც არც მიხეილ სააკაშვილს ახსოვდა და არც ავადმყოფობის ისტორიაში არის დაფიქსირებული. ეს პენიტენციური სამსახურის მიერ გადმოცემულ კადრებში აღმოვაჩინეთ. ვფიქრობ, მსგავსი ეპიზოდები ბევრი შეიძლება იყოს, რომელიც არც ისტორიაშია დაფიქსირებული და არც თვითონ პაციენტს ახსოვს. ამ მასალებს კარგად შევისწავლით და სააპელაციო სასამართლოში წარვადგენთ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g