LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს მხნეობას და დღეგრძელობას! დიდხანს გვაძლიერებდეს მისი სითბო და ლოცვა ჩვენ და ჩვენს სამშობლოს!

103
პაპუაშვილი და ილია მეორე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს. პატრიარქს, რომელმაც ჩაიბარა ფაქტობრივად უმრევლო ეკლესია 50-მდე მოქმედი ტაძრით და 40-მდე სასულიერო პირით… დღეს კი მას, 89 წლის იუბილეს, 2000-მდე ეკლესიის 3000-ზე მეტი სასულიერო პირი და ასიათასობით მრევლი ულოცავს.

ეს გამრავლებული მადლი და ერის სიყვარულია ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე მისი ღვაწლის ყველაზე თვალსაჩინო დასტური. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს მხნეობას და დღეგრძელობას! დიდხანს გვაძლიერებდეს მისი სითბო და ლოცვა ჩვენ და ჩვენს სამშობლოს!“, – ნათქვამია მილოცვის წერილში.

ცნობისთვის, ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები