LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე: სამნიძე

101
ხათუნა სამნიძე

“ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების!” – ამის შესახებ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიზანი სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი და დემოკრატიის სრული განადგურებაა.

რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენი კეთილი ნებით, 53%-ის შემთხვევაშიც დავნიშნავთ: ირაკლი კობახიძე

სამნიძე ამბობს, რომ ეს ქვეყანაში არავის გასვლია და ვერც მმართველი გუნდი შეძლებს:

“შანსი არ ჰქონდათ 43%-ის!

5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას, საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატების აკრეს – არაფერმა არ უშველა. მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი ჭკუა არ ყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო და გადაწყვიტეს.

ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების!

ესაა მათი მიზანიც – სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის!
არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!” – წერს სამნიძე “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები