LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი შიმშილობას აპირებს: მისი მშობლები შიმშილობას იწყებენ

263
BeFunky-collage (97)

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი შიმშილობას გეგმავს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს არასრულწლოვანის მამამ განუცხადა. ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, მისი შვილი პროტესტის ამ ფორმით მოითხოვს, სიცრუის დეტექტორით დაიკითხოს და ამგვარად დაამტკიცოს სიმართლე.

„შევეცდები გადავაფიქრებინო, არ მინდა იშიმშილოს, ბავშვია და მისი შიმშილობა არ შეიძლება. მის ნაცვლად მე ვიშიმშილებ. ასევე მოთხოვნაა, რომ გადადგეს პროკურორი, რომელიც მონაწილეობს საქმის „შეკერვაში“. მან ჩემს თვალწინ ჩაასწორა პოლიციაში ნათქვამი. ნახევარი საათი იჯდა და რაღაცას ასწორებდა, შემდეგ კი ბავშვს ხელი ისე მოაწერინა, რომ არც წააკითხა. ამ პროკურორს სახეზე ვიცნობ“, – განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

გარდა ამისა, როგორც თამაზ ხომასურიძემ განმარტა, სასამართლო პროცესი თავად პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან მოსამართლემ ერთ-ერთი პროკურორის აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ახლა მივდივარ გენერალური პროკურატურის წინ, სადაც შიმშილობას ვიწყებ, ჩემი მეუღლეც შემომიერთდება. ასევე შიმშილობას იწყებს ყველა იმ ადამიანის მშობელი, ვინც „ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილში იჯდა. ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ. ადვოკატიც უფასოდ მემსახურება, რადგან სახლი გავყიდე. ის ჩემი შვილის სიმართლეში დარწმუნდა”, – განაცხადა ხომასურიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათ შორის 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში 6 არასრულწლოვანის მიმართ აღნიშნულ საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

“ჩემი შვილი შეამოწმონ სიცრუის დეტექტორზე, ტუილის შემთხვევაში მიუსაჯონ სამუდამო” – დაკავებული არასრულწლოვანის მამა გამოძიებას არ ენდობა

“ყველა არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა წარედგინოს” – მირიან ნიკოლაძე

 

magti 5g