ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე საქართველოშია. შარლ მიშელს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ.
შარლ მიშელი დღეს რამდენიმე შეხვედრას გამართავს, რომელთაგან პირველი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ექნება. ის ასევე პირისპირ შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
რას აპირებს შარლ მიშელი საქართველოში – ვიზიტის პროგრამა ცნობილია
ამასთანავე შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში მივა და სწორედ საქართველოს პარლამენტში გამართავს შეხვედრას პარტიებთან.
შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ხვალ დილით დასრულდება.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება გუშინ, იმ დროს მიიღო, როდესაც მის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს მხარეებმა, ხელი მოაწერეს.
თავად ის, პროცედურას ონლაინ დაესწრო. “საქართველოს გაუმარჯოს!” – შარლ მიშელმა “ტვიტერზე” ქართულად დაწერა.
“საქართველოს გაუმარჯოს!” – შარლ მიშელმა “ტვიტერზე” ქართულად დაწერა