LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი უხერხულ მდგომარეობაშია, გამოდის, მის ძალისხმევას აზრი არ ჰქონია: მეგრელიშვილი

56
ვახტანგ მეგრელიშვილი

“ეს ფაქტობრივად, სილის გაწვნაც არის მედიატორებისთვის და ეს არის სრული იგნორირება ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციონერების,” – ასე აფასებს 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირებას “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი და ამბობს, რომ შარლ მიშელი უხერხულ მდგომარეობაშია და გამოდის, რომ მის ძალისხმევას აზრი არ ჰქონია.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, შეთანხმებას ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანად აქცევდა “ნაციონალური მოძრაობის” შეერთება და ეს იქნებოდა საუკეთესო ვერსია.

პოლიტიკოსი აქვე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მეორე მთავარი მხარე შეთანხმებიდან გასულია, ოპოზიციის მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერას ექნება მხოლოდ პოლიტიკური ჟესტის ნიშანი, თუმცა ეს რომ გააკეთონ, სწორი ნაბიჯი იქნება:

“ის ხომ მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ შეთანხმებული იყო მასთან, როცა “ქართული ოცნება” ცალმხრივად არღვევდა და ამბობდა, რომ ანულირებულია ეს შეთანხმება, ეს ფაქტობრივად, სილის გაწვნაც არის მედიატორებისთვის და ეს არის სრული იგნორირება ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციონერების.

ამ შეთანხმებას ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანად აქცევდა “ნაციონალური მოძრაობის” შეერთება, ეს იყო საუკეთესო ვერსია. ახლა, როცა მეორე მთავარი მხარე გასულია შეთანხმებიდან, მათგან ხელმოწერას ექნება მხოლოდ პოლიტიკური ჟესტის ნიშანი მაშინ, მაგრამ ესეც რომ გააკეთონ, სწორი ნაბიჯი იქნება”, – თქვა მეგრელიშვილმა.

mazda magti 5g