LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის – ზალკალიანი

83
დავით-ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია.

“განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოინახოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელიც მნიშნველოვანია ამ სიტუაციაში, ამ გეოპოლიტიკურ ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემოა შექმნილი“.- განაცხადა ზალკალიანმა.

“ვიზიტი ვაქცინების მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი” – რა გზავნილებს ჩამოიტანს საქართველოში შარლ მიშელი, პოლიტიკური შეფასებები

მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილულ იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი.

„ბუნებრივია, განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით არსებულ სიტუაციას. აღსანიშნავია, რომ მისი ვიზიტი დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტის დროს ბრიუსელში. პრეზიდენტი ეწვევა საქართველოსთან ერთად უკრაინას და მოლდოვას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნირობისთვის – მნიშვნელოვანი პროექტისთვის. ჩვენ ვემზადებით სამიტისთვის და გვაქვს მოლოდინები იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირში. საუბარია ასოცირებულ წევრებზე – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. თუ რა მოლოდინები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისითაც ეს ვიზიტი კარგი საშუალება იქნება განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები“. – განაცხადა ზალკალიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს, ხოლო ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

საქართველოში ვიზიტამდე: შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა

შარლ მიშელი საქართველოში მოლდოვიდან ჩამოვა. თბილისის შემდეგ კი მას აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ სახელმწიფოში, უკრაინაში ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები