LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატილში ავარიის დროს დაღუპულის ოჯახი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს

329
dav 787

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულთა შორის ყველაზე უფროსი 68 წლის დავით სისაური იყო. ის კომპანია „დასის“ დამფუძნებელია.

შატილში მოგზაურობა საბედისწერო აღმოჩნდა მისი 5 თანამშრომლისთვის.

დავით სისაურის შვილიშვილის განცხადებით, ბაბუა თავად მიიყვანა ტრანსპორტამდე, რომელიც ერთი შეხედვით გამართული ჩანდა.

„ჯერ არაფერი ვიცით. მე მივიყვანე ბაბუა, იყო ძველი „მერსედესის“ მარკის მანქანა, „სპრინტერი“, ერთი შეხედვით ვერ განსაზღვრავ, როგორი იყო“, – აცხადებს გიორგი სისაური.

ოჯახი გამოძიების დასკვნის მოლოდინშია. იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტის ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა დამტკიცდა, პროცესს სამართლებრივ ფორმას მისცემენ.

ავარიაში მონაწილე მიკროავტობუსის ფოტო: “ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?”

რისკავს ყველა, ვინც გზაზე გადაადგილებას გადაწყვეტს: საქართველოს “შავი წერტილები”

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას 2020 წლის 13 იანვარს ჰქონდა სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი და შემდგომი უწევდა 2020 წლის 13 ივლისს, რომელიც აღარ გაუვლია.

შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა. მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობამ 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g