LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი მბზინავი კაბა შლეიფით ტომ ბრაუნისგან – 63 წლის შერონ სთოუნი წითელ ხალიჩაზე

392
sheronstone455

წლევანდელი Met Gala, რომელიც გუშინ საღამოს ნიუ-ორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში ჩატარდა, ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოდგა. უამრავ ვარსკვლავს შორის ღონისძიების სტუმარი გახდა შერონ სთოუნიც. მსახიობი წითელ ხალიჩაზე ულამაზეს შავ კაბაში გამოჩნდა, რომელიც ჯერ შლეფით იყო დაფარული, შემდეგ კი, ულამაზესი სილუეტის პატარა შავ კაბად გარდაიქმნა. კაბა დიზაინერ ტომ ბრაუნს ეკუთვნის.

კიმ კარდაშიანის და დემნა გვასალიას ეპიკური გამოჩენა Met Gala-ზე

Met Gala კოსტიუმების გარდასახვების უდიდესი შოუა, რომელიც განსაკუთრებულად იქცევს ყურადღებას ექსტრაორდინარული ლუქებით. შერონმა ერთის მხრივ, ეს ტრადიცია შეინარჩუნა, მეორეს მხრივ კი, არ უღალატა კლასიკას. ანსამბლს სთოუნმა ულამაზესი მწვანე თვლებით გაფორმებული სამკაული და მოკლე ვარცხნილობა შეუხამა.

ფოტო: Met Gala-ს დედოფალი ირჩევს „ბალენსიაგას“ – ბარბადოსელი ლამაზმანი წითელ ხალიჩაზე შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g