LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კიმ კარდაშიანის და დემნა გვასალიას ეპიკური გამოჩენა Met Gala-ზე

977
page

ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკში მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ექსტრავაგანტური მოვლენა, Met Gala გაიმართა. ის 13 სექტემბერს დაიწყო და 18 სექტემბერს დასრულდება. 2021 წლის Met Gala-ს თემაა ამერიკული მოდის ლექსიკონი” (In America: A Lexicon of Fashion).

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დემნა გვასალიას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საღამო. რიანა, კიმ კარდაშიანი, ტრეისი ელის როსი, ელიოტ პეიჯი, იზაბელ იუპერი, ყველას „ბალენსიაგა“ ეცვა.

ფოტო: კიმ კარდაშიანი დემნა გვასალიას გარეშე ვეღარ ძლებს – ვარსკვლავის ეპატაჟური გამოჩენა „ბალენსიაგას“ კოსტიუმში

წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებული ყურადღება რეალითი შოუს ვარსკვლავმა, 40 წლის კიმ კარდაშიანმა დაიმსახურა, ის ქართველ დიზაინერ, დემნა გვასალიასთან ერთად გამოჩნდა. მის ჩაცმულობაზე სწორედ „ბალენსიაგამ“ იზრუნა. კიმიც და დემნაც მსგავსი იმიჯით გამოჩნდნენ. ისინი შავ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილები და სახე სრულად ჰქონდათ დაფარული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები