LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეეშვით მისი პოლიტიკაში ჩართვის, ან მასთან აფილირების მცდელობას.. ხვიჩა კვარაცხელია საერთო ეროვნული გამარჯვების სიმბოლოა ” – რას წერს მამუკა ხაზარაძე

72
BeFunky-collage (14)

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და წერს:

“ხვიჩა კვარაცხელია არა მარტო ფეხბურთს აცოცხლებს და იმედს იძლევა, არამედ ქმნის მუხტს, რომ გამარჯვება შესაძლებელია, იძლევა მაგალითს, რომ თავდაუზოგავ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი! შეეშვით მისი პოლიტიკაში ჩართვის, ან მასთან აფილირების მცდელობას.

ხვიჩა კვარაცხელია საერთო ეროვნული გამარჯვების სიმბოლოა და დღეს ყველას ვალია მას მხარი დავუჭიროთ და გავამხნევოთ, ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე!

ასეთი მაგალითები უნდა გვაერთიანებდეს საქართველოსთვის!”,- წერს მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები