LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება საკუთარ საგამოძიებო კომისიას გამოჰკრან ხელი” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

137
ირაკლი-კობახიძე-4

შეიძლება საკუთარ საგამოძიებო კომისიას გამოჰკრან ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

„არაფერს გამოვრიცხავ, დაველოდოთ. ათი წელია გასული მათ მიერ ამ დანაშაულების ჩადენიდან – მადლობა ღმერთს, მათ აღარ შეუძლიათ ხელისუფლების პოზიციებიდან ასეთი დანაშაულების ჩადენა.

ხალხმა ამოისუნთქა, ბიზნესმა მოიპოვა თავისუფლება, ციხეებში 2.5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ადამიანები გათავისუფლდნენ იმ წნეხისგან, რომელიც ადეიშვილი-სააკაშვილის სასამართლოს მხრიდან ჰქონდათ და ა.შ. მაგრამ, ათი წელია გასული, რაც ნიშნავს იმას, რომ ემოციურ დონეზე მაინც, თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას ავიწყდება, ის დანაშაულები, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი.

შესაბამისად, ათი წლის თავზე, შეიძლება, კარგი დრო იყოს იმისათვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ ეს საზოგადოებას. მათ შორის არიან, პირობითად, 20 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ათი წლის წინ იყვნენ 10 წლის და საერთოდ არ უნახავთ ეს წლები, არ ახსოვთ, რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ დროს.

შეიძლება, ათი წლის თავზე იყოს ზუსტად იდეალური დრო იმისათვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“.

პატარა ნიურბნერგი ამ ადამიანებისთვის შეფასება-შეხსენების დონეზე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, მე მგონია, რომ ეს ყველაფერი სისტემატიზაციის დონეზე უნდა გავაკეთოთ და ამის დრო ალბათ დადგება. ვნახოთ, შევხედოთ როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ შეიძლება გამოჰკრან საკუთარ საგამოძიებო კომისიას ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g