LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას – რას პასუხობს პრეზიდენტი

248
ფორტუნა - 2023-03-24T233119.647

როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია.

ზურაბიშვილი ივანიშვილზე - ოლიგარქია იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი

„ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღევანდელ დღეს, იმის შემდეგ, რაც ოფიციალურად გასულია ხელისუფლებიდან.“

„არა, არანაირი პერსონალური არ არის, არა. ჯერ ბევრმა ვერ გაიგო, რომ იმ დღეს, როდესაც მე აქტიურად შევედი პოლიტიკაში… წყენა არის პიროვნული ურთიერთობების კატეგორია და არა, პოლიტიკის კატეგორია. [წყენა] თუ გაქვს ის გვერდზე უნდა იყოს გადადებული, სანამ ამ პოზიციაში ხარ, პრეზიდენტს არ შეიძლება, რომ ჰქონდეს პირადი წყენა და მე მგონი, ამის სამი მაგალითი უკვე მქონდა: გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი.

პიროვნული გრძნობები არც მე მქონდა და არც იმათ არ აქვთ დღემდე, ასე ჩანს. ამიტომ, ეს არის ღია საკითხი. ამაში ერთადერთი შემაკავებელი არის ის დაუმთავრებელი რეკომენდაციები თუ ზეწოლები, თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები. მათ პირდაპირ ვუთხარი, პატარა ქვეყანა რომ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნება საკუთარ თავზე აიღონ და ჩემზე პიროვნულად ისეთი გზავნილი იყოს, რომ მოდით და ვიღაცა შეიწყალეთ! ამიტომ, ამის უფლება არცერთი ქვეყნის მიმართ არავის აქვს იმიტომ, რომ ეს არის არანაკლებ თანასწორი ქვეყანა, როგორც სხვები და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეწყალების შესახებ ხელმოწერები პირიქით მოქმედებს, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა რეპლიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს პატიმრის პოზიცია, რითაც ის პრეზიდენტისგან შეწყალებას არ ითხოვს.

„ძალიან პატივს ვცემ ამ პოზიციას და ეს, რაც იქნება და როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ დაინახავს რომ ევრორეკომენდაციის 12 პუნქტზე მიდის მუშაობა, მაინც მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი ასე პასუხობს:

„მაინც გინდათ, რომ მათქმევინოთ, თუ-ზე გავჩერდები”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, კითხვაზე შესაძლოა თუ არა ამის მოლოდინი არსებობდეს, ამას დღეს, ეთერში პასუხს გაცემას არ აპირებს.

სალომე ზურაბიშვილი – ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა

„უნდა იყოს დაცული ეს დისკრეციული უფლება და არა იმიტომ, რომ მე რაღაც უნდა დაგიმალოთ. ჩემ მერეც იქნება სხვა პრეზიდენტი. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ სხვებიც არიან[პატიმრები], რომლებიც ასე არ არიან წინა პლანზე და პოლიტიკურ სცენაზე მათი საკითხები არ იხილება, მაგრამ ისინიც ყველაფერს უყურებენ და ამიტომ, დიდი სიფრთხილე უნდა იყოს გამოჩენილი. მე ვამბობ, რომ წინასწარ რამეზე საუბარი ან ახსნა, რას გააკეთებ და რას არ გააკეთებ, ეს არის ის, რაც შეიძლება იყოს რთული სხვების მიმართ, თორემ რას გავაკეთებ ამაზე არც კის ვამბობ და არც არას და როცა საჭირო იქნება გეტყვით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები