ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის პრინციპებს – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ ოს ხალხს მიმართა
გაფრინდაშვილის მეუღლის განმარტებით, მათ ოჯახს არასდროს უთქვამს, რომ ხელისუფლება ექიმის გამოსახსნელად არაფერს აკეთებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩართულობას ქართველი ექიმის დაკავების დღიდან, ხედავდა.
„არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ. მსგავსი სიტყვები არასდროს წარმომითქვამს. პირიქით, პირველივე დღიდანვე არიან ჩართულები. აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი. შედეგი ეს არის ვაჟას გათავისუფლება. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ბერკეტები უნდა ჩაირთოს, რაც აქამდე არ ყოფილა და ყველა მხარში მიდგას“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
ერთ-ორ დღეში გათავისუფლებასაც ვიჯერებთ უკვე მე-11 დღეა, მაგრამ როდესმე ხო უნდა დასრულდეს უსამართლობა – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე (ვიდეო)
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და 2008 წელს ომში მონაწილეობაც დააბრალეს. ქართველი ექიმი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის არ ცნობს ე.წ. საზღვრებს საქართველოს ტერიტორიაზე. გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი 20 დეკემბერს არის ჩანიშნული.