მხატვარი ნიკუშა შენგელია “ღამის პრაიმტაიმის” ეთერში მეუღლის, ეკა ჭიჭინაძის გაცნობის ისტორიას იხსენებს.
როგორც შენგელაია საუბრობს, მეუღლე პირველად მისივე სახელოსნოში გაიცნო.
“არა შუქი, არა გათბობა. შეშის ღუმელი, ბევრი მუსიკა და ბევრი ხელოვნება. ამ არეულობაში გაიღო კარები და გვირაბის ბოლოს, რომ სინათლე გამოჩნდება, შემოანათა ეკამ…სიყვარული არის ის, რაც ოჯახის სიმტკიცეს იცავს”, – საუბრობს ნიკუშა შენგელაია.
როგორც ეკა საუბრობს, დროსთან ერთად მათი სიყვარული გაიზარდა და გაღრმავდა.
ნიკუშა შენგელაიას თქმით, მათ პირველი პაემანი და სიყვარულის ახსნა არ ჰქონიათ, რადგან უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.
“ქორწილი ოცი წლის შემდეგ გადავიხადეთ. მანამდე ჯვარი დავიწერეთ. პირდაპირ ერთად თანაცხოვრება დავიწყეთ”, – ამბობს შენგელაია.
ამავე თემაზე:
ვიდეო: ეკა ჭიჭინაძე: „ნიკუშას ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ…“