LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემუშავდეს რეზოლუცია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე” – „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტს მიმართავს

87
a95220-big

„ლელო საქართველოსთვის“ გმობს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების, ლუგანსკისა და დონეცკის, ე. წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ. ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის (გაეროს დამფუძნებელი აქტის, ჰელსინკის აქტის, ბუდაპეშტის მემორანდუმის) და მინსკის შეთანხმების პირდაპირი და აშკარა დარღვევა, – ასე ეხმაურება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პუტინის მიერ გუშინ, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პუტინის გადაწყვეტილება არის მორიგი შეტევა უკრაინის დამოუკიდებლობაზე, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

ამასთან, „ლელო“ მიმართავს პარლამენტს და მოითხოვს, „შემუშავდეს რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე”.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას: ირაკლი ღარიბაშვილი

„რუსეთის გადაწყვეტილება წარმოადგენს მორიგ იერიშს უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს გადაწყვეტილება ხელაღებით უარყოფს ეროვნული სუვერენულობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და თვითგამორკვევის უფლებას. დღეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში იმეორებს აგრესიის იმ სცენარს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა 2008 წელს.

მსოფლიო დედაქალაქებს არ სძინავთ… რუსეთის შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, როგორი რეაგირება ექნება მსოფლიოს – დმიტრო კულება

იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიან და მტკიცე პასუხს გასცემს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და უკრაინის წინააღმდეგ დაანონსებულ სამხედრო აგრესიას, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისა და უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცების გზით.

„ლელო საქართველოსთვის“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა დაუყოვნებლივ შემუშავდეს რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე“, – ნათქვამია „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი – ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად და სოლიდარობით: შარლ მიშელი

ბორის ჯონსონი: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ძალიან ცუდი სიგნალია – დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g