რაჭაში სტიქიის შედეგად დაკარგული გვანცა ბუბაშვილის და 10-ზე მეტი დაკარგულის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გვანცა ბუბაშვილის მამიდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
ქალბატონი ნიტა იმედოვნებს, რომ გვანცას ჯანმრთელს და უვნებელს ნახავენ.
„ეს ჩემი გვანცას მანქანაა… მისი მეგობრებით… ხო მამიდა აუცილებლად შევხვდებით…. ნინო გაგვიფრინდა მამიდა… მაგრამ შენდა და სალომეს გელოდებით… შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა მამიდა და გთხოვ არ შეჩერდე… რაჭაში შეხვედრამდე მამიდა… გთხოვ დავასრულოთ ცრემლებში დამხვრჩვალი დღეები… ამდენი ტკივილი დანარჩენმა დაკარგულებმა თქვენი სიცოცხლის სიხარულით დაგვიამეთ… ძალიან ტკივილიანი დღეებია მამიდა და იმედის მზის სხივი გვჭირდება მთელ საქართველოს… მე მჯერა მთელი არსებით რომ რაჭაში შევხვდებით და გულში ჩაგიკრავ ჯანმრთელს და უვნებელს! მიყვარხარ და უზომოდ მენატრები ჩემო გვანცუკალა♥️♥️♥️♥️ 8.08.2023“, – წერს გვანცა ბუბაშვილის მამიდა.
შეგახსენებთ, შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გვანცა ბუბაშვილს, სალომე ხეთაგურს და ნინო კენჭაძეს ერთად ეძებდნენ. ისინი ბოლო მონაცემებით, კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდნენ. ნინო კენჭაძე სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური.
ეს ჩემი გვანცას მანქანაა…მისი მეგობრებით…ხო მამიდა აუცილებლად შევხვდებით…….ნინო გაგვიფრინდა მამიდა…მაგრამ…Posted by Ni Ta on Tuesday, 8 August 2023