“ტვ პირველის” გადაცემის „დილის ლაივი“ ფარგლებში, მსახიობი და ტელეწამყვანი გოგოლა კალანდაძე “მედგიდის” დამფუძნებელსა და ენმ-ის წევრს, სოფო ჯაფარიძეს სახლში ეწვია.
ცხოვრების ჯანსაღ წესზე საუბრისას, სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ის აკვა ვარჯიშებით არის დაკავებული. ინტერვიუ აუზთან შედგა.
„გინდა გასწავლო როგორ ვვარჯიშობ? – უთხრა სოფო ჯაფარიძემ გოგოლას, ხელი ჰკრა და წყალში გადააგდო.
„ეს რა კარგი მასპინძელი ყოფილა, შენ ყოფილხარ თხა“ – უპასუხა გოგოლამ.