LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენთან ერთად გაიმარჯვებს შენი კეთილისმსურველი ადამიანები – ანიტას ბაბუას ემოციური პოსტი

1872
75561539-1704046016396869-5940504391063699456-n

საზოგადოების ყურადღება დღემდე პატარა ანიტასკენ არის მიმართული. ანიტამ ახლა 12 საათიან ფრენას უნდა გაუძლოს. ის ინდოეთისაკენ მიფრინავს და როგორც მის ჯგუფში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ანიტა თავს კარგად გრძნობს, ჟანგბადით კვებაც არ დასჭირვებია.

გთხოვთ თქვენებური ერთობა დაგვანახოთ და ილოცოთ ჩვენი გოგოსთვის – ანიტა ფაცაცია ინდოეთში მიემგზავრება

2 წლის მებრძოლი გოგონას ბაბუა, დავით ფაცაცია ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ანიტა, კეთილი მგზავრობა, ბაბუ. ღმერთი, ღვთისმშობელი, ყოვლად წმინდა და ანგელოზები იყვნენ შენი მფარველები, ჩემო ანგელოზო. ძალიან ადრეულად მოგიხდა ბრძოლა საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ბაბუ, მაგრამ დაე, ეს იყოს შენი და ჩვენი საბოლოო განსაცდელი და ბრძოლა ბოროტის დასამარცხებლად.

მე მჯერა შენი, ჩემო პატარა ანგელოზო, ჩემო ცქნაფა, ჩემო ბარტყის თვალება.

შენ გაიმარჯვებ და შენთან ერთად ჩვენც, შენი მოსიყვარულე და კეთილისმსურველი ადამიანები. ნუ გეშინია, ბაბუ, ყველაფერი კარგად იქნება. შენ ხომ მებრძოლი გოგო ხარ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g