LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეპირებული კარგი ამბები…” – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

7599
image-2021-09-01-225712

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას სასიამოვნო სიახლის შესახებ ამცნობს, რომელიც პრეპარატ “Molnupiravir”-ს ეხება.

“შეპირებული კარგი ამბები

კიდევ ერთი (წლის ბოლომდე კიდევ ბევრი ასეთი კარგი ამბავი იქნება) პოტენციურად საინტერესო წამალი “Molnupiravir” მოადგა კვლევების მე-3 ფაზას. მე-2 ფაზაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა (იხილეთ ბმული). დაველოდოთ, მაგრამ, სანამ ეს ან სხვა წამალი/წამლები იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

აიცერით დროზე ფაიზერით, სანამ ის ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი …

ჯანმრთელობას გისურვებთ

პ.ს: ისე, მერსკი, ამ წამლის კვლევაში ჩართული კომპანიაა, ვაქცინაზე მუშაობდა და ერთ -ერთი საუკეთესო კანდიდატი ვაქცინა იყო, მაგრამ ვერ გაამართლა და განაცხადა, რომ მთელ რესურსს წამალზე გადაიტანს.

დაველოდოთ …”,- წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები