LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს – უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი

105
Untitled design

რუსეთის მხრიდან სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების რისკებს უკრაინა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად განიხილავს.

შემოერთებული ტერიტორიების დასაცავად ყველანაირი იარაღის, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღის, გამოყენება მოხდება: დიმიტრი მედვედევი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადსა, რომ შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

ვადიმ სკიბიცკიმ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანას.

„შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ისინი შეეცდებიან შეაჩერონ ჩვენი თავდასხმა და გაანადგურონ ჩვენი სახელმწიფო.

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ შავი ზღვის რეგიონზე, პოლონეთზე, თურქეთსა და ბულგარეთზე“, – აღნიშნა სკიბიცკიმ.

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებაც შეაფასა და თქვა, რომ ამის შედეგი შესაძლოა იყოს რუსული არმიის შეტევა, რომელიც, უკრაინის დაზვერვის თანახმად, შეიძლება მიმდინარე ზამთარში დაიწყოს.

„ჩვენი შეფასებით, ახალი შეტევა შესაძლებელია ზამთარში და გაზაფხულზე. სწორედ ამიტომ სჭირდება რუსეთს ახალი შენაერთები. რუსეთის მთავარი მიზანი უკრაინის მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა“, – აღნიშნა სკიბიცკიმ.

“ბარიერებია, მაგრამ პუტინს შეუძლია ამის გაკეთება ” – ბირთვული ომის დაწყების ხუთი შესაძლო სცენარი

პუტინი: ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g