LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუძლებელია საპატრიარქოს ემუქრებოდე და მეორეს მხრივ, შეწყალების შუამდგომლობას ითხოვდე – მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

132
jagmaidze_axali

შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებთ, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს. შეუძლებელია საპატრიარქოს ემუქრებოდე და მეორეს მხრივ, მისგან შეწყალების შუამდგომლობას ითხოვდე, – ამის შესახებ საპატრიარქოში მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთდროულად ემუქრებოდე და მეორეს მხრივ, მას შეწყალების შუამდგომლობას სთხოვდე. ან ერთი გზით შეგიძლია განავითარო მოვლენები ან მეორე გზით. საპატრიარქომ თქვა, რომ შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებთ, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და შენდობას თხოვს ამასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ჯაღმაიძემ.

თავის მხრივ, შეწყალების საკითხზე საუბარია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

„სამწუხაროდ, მამა გიორგი მამალაძეც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია,“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

magti 5g