პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილთან დაკავშირებით 2 ინიციატივა აქვს.
“მინდა, ორი ინიციატივა წარმოვადგინო ამ დღესთან დაკავშირებით.
მინდა 100 წლის თავზე ჩვენ შევქმნათ მრავალი მემორიალი ვაკის პარკში, იმისათვის, რომ ყველა, ვინც იბრძოდა, მათ ადგილი ჰქონდეთ. ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებენ მათ პატივი მიაგონ და მოსწავლეებს ვასწავლოთ მათი ბრძოლის ისტორია.
რაც დღეს ხდებოდა 9 აპრილის მემორიალთან, არის სრულიად მიუღებელი. ეს არ არის ის ფორმა, რა ფორმითაც ჩვენ უნდა ვაგებდეთ მათ პატივს.
ასევე, მეორე ინიციატივაა, რომელიც არის საზოგადოების მოთხოვნა. დრო მოვიდა მორატორიუმის გამოცხადების, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე.
ამის შემდეგ ქვეყანაში ატმოსფერო და განწყობები შეიცვლება,”-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.