LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შევიდეს, დავიღალეთ უკვე ყველა” – ელისაშვილმა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

111
ალეკ

„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.

„პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე – გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“, – განაცხადა ელისაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას“ ხელიდან უნდა გამოგლიჯოს ის, რაც მოსაგლეჯია, რაც არის საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების ძირფესვიანად შეცვლა. ელისაშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების შეცვლის გარეშე, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ელისაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ელისაშვილი ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები „გაუპრავოს“.

„შევიდეს, შევიდეს! დავიღალეთ ყველა უკვე. სევდიანი ისტორია მეჩვენება ალეკოსთვის, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში უნდა შევიდეს და უკაცრავად ამ უხეში სიტყვისთვის „გააპრავოს“ „ქართული ოცნება“ და გაყალბებული არჩევნები; მაგრამ მგონი, დროა უკვე შევიდეს იმიტომ, რომ მართლა დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც. შევიდეს, თუ ფიქრობს, რომ უნდა შევიდეს! მე არ მემეტება არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იმ პარლამენტში შესვლისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, მისი წარმოდგენა ემთხვევა კობახიძის წარმოდგენას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეყვება თუ არა პარლამენტში „მოქალაქეებს“ ორ ნაწილად დაყოფილი „გირჩი“, გაურკვეველია.

„გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს შორის  შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა „გირჩის“ ოფისში იმართება, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი მივიდნენ. განიხილება მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, რომლებიც პარლამენტში შესვლას და არჩევნებს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები