13 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ნუცა ბუზალაძე სტუმრობდა, რომელმაც პროექტზე American Idol-ზე ისაუბრა და ახალი სიმღერა Alive შესთავაზა მსმენელს.
ერთ-ერთი კითხვა, რაც ნუცას გადაცემის წამყვანმა დაუსვა, მის პირად ცხოვრებას ეხებოდა.
ჰყავს თუ არა ნუცას შეყვარებული, ამ კითხვას მომღერალმა ასე უპასუხა:
„დიდი ხანია ეს კითხვა არ მომისმენია. შეყვარებული არ ვარ, ამ მხრივ ძალიან უინტერესო პერიოდი მაქვს. მთელი დრო მუსიკას მივუძღვენი და პირადი ცხოვრებისთვის ჯერ არ მცალია,“ – აღნიშნა ნუცამ „ფორტუნას“ ეთერში თათა სადრაძის გადაცემაში „არტ-FM“.