LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვები ძალაშია: დღეიდან გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება

221
248033019

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან აიკრძალება.

შესაბამისი აკრძალვა მობილობის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით წესდება.

21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება.

16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.

ცმობისთვის, ახალი შეზღუდვების ამოქმედების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მთავრობის ადმინისტრაციაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგებთან, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან კონსულტაციები მიმდინარეობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g