LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შფოთვა და დეპრესია ბავშვებში კოვიდპანდემიის დროს – რას გვირჩევენ ამერიკელი ექიმები

254
depresiss

ბავშვებში, თინეიჯერებში არსებულ დეპრესიულ განწყობებზე ცოტა ხნის წინ მსახიობმა გოლდი ჰონმა გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ ABCNEWS წერს. 

USA Today-სთვის გამოქვეყნებულ სტატიაში ოსკარის პრემიის ლაურეატმა ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისზე, რომლის წინაშეც ამერიკელები ბავშვების ამჟამინდელი თაობა დგას.

COVID-ის ეპოქამ შეცვალა ჩვენი ბავშვების ცხოვრება ბევრად უფრო რეალური, ხელშესახები გზებით – სოციალური დისტანცია, სკოლების დახურვა, ყოველდღიური ნიღბების გამოყენება“, – ამბობს მსახიობი.  მისი თქმით, საჭირო მეტი კვლევა, მეტი პრევენციული ზრუნვა და მეტი ადრეული ჩარევა.

საინტერესოა, რომ 2021 წლის ოქტომბერში პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ აღმოაჩინა ბავშვთა, მოზარდთა და მათ ოჯახებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების მზარდი მაჩვენებლები COVID-19 პანდემიის დროს. სწორედ ამის შემდეგ შეიმუშავეს მშობლებისთვის გარკვეული რჩევები.

დოქტორმა ერიკა ლიმ, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოში დამსწრე ფსიქოლოგმა, თქვა, რომ ბავშვები თავს უფრო სტრესულად და იზოლირებულად გრძნობენ თავს. „თინეიჯერები შეიძლება ცოტა განსხვავებულად გამოიყურებოდნენ იმ გაგებით, რომ მათთან დაკავშირებით უფრო მეტი იზოლაცია შევნიშნოთ. ვხედავთ ცვლილებებს მათ ინტერესებში აქტივობების მიმართ, შეიძლება დაკარგოს ინტერესი იმის მიმართ, რაც მანამდე აინტერესებდა ან პირიქით“.

 

                                                                                        როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს

ექიმი დეივ ანდერსონი, ბავშვთა გონების ინსტიტუტის კლინიკური ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ შვილებთან ბევრი ვისაუბროთ.

„მშობლებს შეუძლიათ შვილებთან ისაუბრონ იმაზე, თუ რას განიცდიან ისინი. ეცადეთ, დაეხმაროთ კარგი ჩვევების გამომუშავებაში. ეცადეთ მეტი დაიძინოთ, იკვებოთ რეგულარულად, ამოძრავეთ ჩვენი სხეული“, – ამბობს ექიმი. 

ის ხაზს უსვამს, რომ მთავარია საუბარი და მხოლოდ საუბარი.