3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს გარდაცვლილების ნათესავი, შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი, რომელმაც სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა:
„ვაგრძელებთ….
შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისა;
კოტე მაისურაძე;
მარიამ მაისურაძე;
გადმოსვენება – შაბათს საღამოს 19.08.2023; პანაშვიდი 20~21 აგვისტო.
მის: ქ. რუსთავი, ლესელიძის მეორე გასასვლელი სახლი #18.
22 აგვისტოს 09:00 საათიდან დავასვენებთ წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საიდანაც მოხდება გაცილება 15:00 საათზე“, – წერს მარიტა გუტაშვილი.
ვაგრძელებთ….
შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისა;
კოტე მაისურაძე;
მარიამ მაისურაძე;გადმოსვენება_ შაბათს საღამოს…
Posted by Marita Gutashvili on პარასკევი, 18 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეძებენ დაკარგულ 6 ადამიანს.
„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები…“ – სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს