მარიტა გუტაშვილი, რომელსაც 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაეღუპა, ორ ნათესავს ამ დრომდე ეძებს.
„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები…“ – სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს
მარიტა გუტაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ოჯახის გარდაცვლილ წევრებზე ისაუბრა:
„ჩემი და – მეგი გუტაშვილი, გიგი გუტაშვილი, მარიამ მაისურაძე – ნახეთ რა ლამაზები არიან, მარიამს ვეუბნებოდი, ჩემი მოდელი ხარ-მეთქი, მე ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია, სულ ფოტოებს ვუღებდი და იმდენი მაქვს, მიხარია. ჩემი ფოტოაპარტიც ახლა იქ გდია…
კოტე მაისურაძე, რომელიც დღემდე ვერ უპოვიათ და ვეძებ, და ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა რომ ვიპოვო.
დეიდა, რომელიც დედა იყო, დედისგან ვერ ვარჩევდი – შორენა ბიჭაშვილი. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, სიცხეს მაძლევდა, როცა ვერ ვხედავდი, ისეთ დონეზე მიყვარს…
ნატო ჭელიძე – დედას ბიძაშვილი და მისი სამი პატარა ანგელოზი, ტასოს ვეძებთ…
ლუკა ნაპოვნია – ლუკა იყო ჩემი ნათლული და ოჯახში პირველი სიხარული…
და ანდრია, ასეთი ბავშვი, ასეთი თმა – ოქროს ხუჭუჭა ბიჭი.
არც ერთი აღარ არის, დღემდე ვეძებ კოტეს. ჩემს ტანსაცმელს დღემდე პოულობენ, ყველაფერი იქ მქონდა, მეც უნდა ავსულიყავი, დასვენება გვინდოდა“, – ამბობს მარიტა გუტაშვილი.
? „ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა, რომ ვიპოვო“ …
მარიტა გუტაშვილის ოჯახის ორ წევრს დღემდე ეძებენ
Posted by Formula • ფორმულა on ორშაბათი, 14 აგვისტო, 2023