შოვში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილ მეგი გუტაშვილს მისი მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის.
„ძალიან გვაკლიხარ მეგი.
ძალიან სანდო, საიმედო, საყვარელი, მოსიყვარულე, დინჯი, ჭკვიანი, კისკისა, რაჭაზე უზომოდ შეყვარებული…ჩვენი ნაცნობობის ამ მცირე პერიოდში ასე გაგიცანი…
რამდენი კარგი გეგმა გვქონდა „ონის ტურიზმის კლასტერის“ გასაძლიერებლად, ონის უკეთესობისკენ შესაცვლელად…
შევხვდებით იმიერშიც“, – წერს მანანა ბოლქვაძე.
ძალიან გვაკლიხარ მეგი?
ძალიან სანდო, საიმედო, საყვარელი, მოსიყვარულე, დინჯი, ჭკვიანი, კისკისა, რაჭაზე უზომოდ…Posted by Manana Bolkvadze on შაბათი, 12 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, მეგი გუტაშვილი იმ 24 ადამიანს შორის იყო, რომლებიც შოვის სტიქიამ იმსხვერპლა. მეგი და მისი ძმა – გიორგი
საგვარეულო სასაფლაოზე 12 აგვისტოს დაკრძალეს.