LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერსად დამეტევა მწარე სინანული, მე რომ თქვენთან ერთად დღეს მანდ არ ვარ“ – მარიტა გუტაშვილმა შოვში დაღუპულ ოჯახის 9 წევრს ლექსი მიუძღვნა

2860
Untitled design

3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო ინფორმაციით, მაშველები ამ დრომდე ეძებენ 6 ადამიანს. სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის არის შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილის ოჯახის 9 წევრი, რომელთაგან ორს მარიტა ამ დრომდე ეძებს.

ვიდეო: „ვეძებ და ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა რომ ვიპოვო“ – მარიტა გუტაშვილი სტიქიის დროს დაკარგული ოჯახის 9 წევრიდან ორს ამ დრომდე ეძებს

მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ლექსს, რომელსაც გარდაცვლილ ნათესავებს უძღვნის:

„რა არეული ჩამოდის ცა,
რა ამღვრეულად მოჰყვება ცრემლი,
სადღაც შორიდან რომ მოდის ხმა –
ექოა?! არა… ჯოჯოხეთს ჰგავს!
ღმერთო შენც ხედავ?! ზემოდან ჩანს?!
ნისლში გახვეულ სიცოცხლის კვალს?!
უკვდავად მდგარი ხისაც რომ მწამს,
წამში დაკარგულ აჩრდილსა ჰგავს.
ტკივილს იგრძნობდით ?! საიდან სად?!
სულის წიოკი შიგნიდან მჭამს!
სიზმარი?! არა… ცხადია… ცხადი!
დაუსრულებელ სიზმარს რომ ჰგავს.
დაფლეთილ გულებს რომ გაგიმთელებთ,
უნდა იფეთქოთ, სხვა გზა არ გაქვთ;
სისხლი?! ჩემი ხომ ყველას გვეყოფა?
სუნთქვა?! შოვში ხომ მაგისთვის ვართ?!
თქვენს სიცოცხლეებს მე არ ჩავაქრობ,
ძალა, ცხოვრების, მხოლოდ თქვენ ხართ.
სიყვარულისთვის?! ბოლო წამამდე,
ბოლო წვეთამდე არ დავხრი თავს.
ცხრაჯვარს გამეხიზნა ცხრავე ანგელოზი,
სხვებიც სალოცავად თან გაჰყვნენ მათ,
ვერსად დამეტევა მწარე სინანული,
მე რომ თქვენთან ერთად დღეს მანდ არ ვარ.
მადლობა.. ჩემთან ბურჯად მდგარ გმირებს,
ჭკუაშერყეულს ფარად რომ მყავს,
სიკვდილიც, უკვე დამუნჯებული, მუხლმოდრეკილი თავდახრით დგას“.

 

* * *

რა არეული ჩამოდის ცა,
რა ამღვრეულად მოჰყვება ცრემლი,
სადღაც შორიდან რომ მოდის ხმა –
ექოა?! არა… ჯოჯოხეთს…

Posted by Marita Gutashvili on ხუთშაბათი, 17 აგვისტო, 2023

 

ფოტო, ვიდეო: „ოჯახის 9 წევრს ეძებს მესამე დღეა.. ძაღლი, რომელიც ასე ეხუტება და ვერ მოვაშორეთ, მარიტასია“ – ნატალია ბერულავა მარიტა გუტაშვილის ფოტოს გვიზიარებს

„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები…“ – სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული და-ძმა მეგი და გიგი გუტაშვილები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g