შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და კოლეგა უწყებებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – თამილა ბარკალაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა – ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ – თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა – კაორი იშიკავამ, მარნეულის მერმა – კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მარნეულის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ – ამირან გიორგაძემ სიტყვით მიმართეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის…
Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on შაბათი, 25 ნოემბერი, 2023
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობასა და იმ მიდგომებზე, რასაც უწყება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით ახორციელებს.
შედეგად, ბოლო წლების მანძილზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია მომართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხრიდან, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მიუთითებს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, უერთდება საქართველოს მთავრობაც.
განცხადებას, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ბოლო წლების მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ მიმართულებით, ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის საბოლოო ანგარიშში დადებითად არის შეფასებული გენდერულ ძალადობაზე ინსტიტუციების მიერ რეაგირება და ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს პასუხი ძალადობაზე არის ქმედითი და მკაფიოდ განსაზღვრული.
საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას,“- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან…
Posted by საქართველოს მთავრობა on შაბათი, 25 ნოემბერი, 2023
ცნობისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანია ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება