LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს – გომის მთაზე სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება

77
FORTUNA.GE- (1)

უკვე რვა საათია, გომის მთაზე მყოფი სამი პირის დასახმარებლად, მეხანძრე-მაშველთა ათკაციანი ჯგუფი ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული.

გომის მთაზე ერთი ადამიანი გაიყინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება.

ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები