LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 21.3% ცხოვრობს

140
1526922323

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ბოლო მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 21.3% ცხოვრობს, – ინფორმაციას PMCG ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მხარდასაჭერად სახელმწიფოს დანერგილი აქვს სხვადასხვა სოციალური დახმარების სერვისები, მათ შორის საარსებო შემწეობაც. საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო ღარიბია ოჯახი.

„კვლევები მიუთითებს, რომ პროგრამა ბენეფიციარებს არ ეხმარება სიღარიბის დაძლევაში და პირიქით, ხელს უწყობს მათ შეინარჩუნონ დაბალი შემოსავალი შემწეობის მისაღებად. საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს პროგრამის მნიშვნელოვან რეფორმირებას. დაგეგმილი რეფორმის მიხედვით, პირდაპირ ფულით დახმარების ნაცვლად, ბენეფიციარებს შესთავაზებენ დასაქმებას, რომ ამ გზით გაიჩინონ შემოსავლის წყარო. სანამ პროგრამის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდება, გადავწყვიტეთ, გაგვეანალიზებინა საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის დინამიკა და სტრუქტურა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. საქართველოში ყველა ოჯახს შეუძლია, დარეგისტრირდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე და მოითხოვოს საარსებო შემწეობა.

საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებენ, 50%-ით გაიზარდა

"2022 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, წლიურ ჭრილში 7%-ით გაიზარდა"

რეგისტრირებული ოჯახებისა და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების დინამიკა 2017 წლიდან 2019 წლამდე შემცირდა (რეგისტრირებული ოჯახები 326 ათასიდან 308 ათასამდე და შემწეობის მიმღები ოჯახები 132 ათასიდან 120 ათასამდე). თუმცა, 2019 წლიდან 2021 წლამდე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 351 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები – 46%-ით და 174 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაანალიზებულ პერიოდში რეგისტრირებულ ოჯახებს შორის საშუალოდ 42% იღებდა საარსებო შემწეობას. შესაბამისად, 2017 წლიდან 2019 წლამდე შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 450 ათასიდან 441 ათასამდე შემცირდა, 2019 წლიდან 2021 წლამდე კი 33%-ით გაიზარდა და 588 ათასი შეადგინა.

საარსებო შემწეობის მიმღებთა გაზრდილი რაოდენობა 2020 და 2021 წლებში დიდწილად კოვიდ-19-ითა და ოჯახების შემოსავლების შემდგომი შემცირებით იყო გამოწვეული. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისიდან სარეიტინგო ქულების სიას დაემატა ახალი ქულების კატეგორია – 100001-120000, რამაც გავლენა იქონია 2021 წლის გაზრდილ სტატისტიკაზეც“, – ნათქვამია PMCG-ის კვლვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები