LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინამდვილეში ვის მიუძღვნა დემნა გვასალიამ სასიყვარულო წერილი, რომლითაც მისი ოტ კუტიურ შოუ გაიხსნა

2909
დემნა გვასალია

დემნა გვასალიამ თავისი რიგით მეორე ოტ კუტიურ შოუ „ბალენსიაგასთვის“ სასიყვარულო ხმოვანი შეტყობინებით გახსნა, რომელმაც სოციალურ ქსელებში ქართველ მომხმარებლებს შორის დიდი კამათი და მსჯელობა გამოიწვია. დემნას თანამემამულეებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ის ამ წერილს თავის მშობლიურ მხარეს, აფხაზეთს უძღვნიდა, თუმცა გვასალიამ „ვოგთან“ კომენტარში აღნიშნა, რომ ეს ძალიან პირადული ჩვენება იყო, რომელიც თავის შემოქმედებას და ქმარს, ლოიკს ეძღვნებოდა:

„იმიტომ, რომ je t’aime ყველაზე ლამაზი სიტყვაა ჩემთვის. გავათვითცნობიერე, რომ კუტიური, ის, რასაც მე ვაკეთებ, არის ერთადერთი რამ, რისი შექმნაც მინდა ახლაც და მომავალშიც. ეს სასიყვარულო წერილი ეძღვნებოდა ჩემი ცხოვრების სიყვარულს და ჩემს სამუშაოს, ანუ ხელოვნებას ეძღვნებოდა, ანუ ორივეს ერთად“.

„მიყვარხარ 30 წელია… გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა…” – დემნა გვასალიას ემოციური მიმართვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები