LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოფარმის” ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 18-59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 78,1%-ია – ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების შეფასება გამოაქვეყნა

223
Untitled-design-4-1

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური კომპანია „სინოფარმისა“და „სინოვაკის“ ვაქცინების ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა.

სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის მიხედვით, სინოფარმის ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 18-59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში საშუალოდ 78,1%-ს შეადგენს.

4 მაისიდან ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება: ჩინური ვაქცინის გასაკეთებლად 17 613 მოქალაქე დარეგისტრირდა

აღნიშნულია, რომ ცდების დროს „სინოფრამის“ ვაქცინას მწვავე ალერგიული რეაქცია (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი) არ გამოუწვევია.

ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფის წევრები დარმწუნებულები არიან, რომ 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში,„სინოფარმის“ ვაქცინის ორი დოზა ეფექტურად ახდენს COVID-19-ის პრევენციას და სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობა დაბალია.

რაც შეეხება, „სინოვაკის“ ვაქცინას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ვაქიცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, სიმპტომატური COVID-19-ის პრევენცია საშუალოდ პაციენტების 67%-ში ხდება, ჰოსპიტალიზაციის რისკი შემცირებულია 85%-ით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის საფრთხე 89%-ითაა შემცირებული, ხოლო სიკვდლიანობა 80%-ით.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებშიც ეფექტიანია.

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები