LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიყვარული ყოველთვის ტელესკოპში იყურება, სიძულვილი კი, მიკროსკოპში გაკვირდება” – ჯოშ ბილინგსის პოპულარული გამონათქვამები

9136
JoshBillings-0

მართალია, ცნობილი ამერიკელი იუმორისტი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა, მაგრამ მისი ციტატები დღესაც აქტუალური და  საოცრად სახალისოა.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  • ეცადე არასდროს შეაშინო წარმოსახვა საკუთარი მეხსიერებით!
  • მარტოობა – სტუმრობისთვისაა კარგი ადგილი, თორემ სამუდამოდ იქ დარჩენა ნამდვილად არ ღირს.
  • დუმილი – ყველაზე ძლიერი არგუმენტია, რომლის უარყოფა შეუძლებელია.
  • საკუთარი თავის შეცნობა არა მხოლოდ ყველაზე რთული, არამედ ყველაზე არასასიამვნო საქმეა.
  • სიმართლის გაგება თუ გინდა ჯერ მეგობრებს მოუსმინე, მერე მტრებს, მაგრამ არცერთის არ დაიჯერო.
  • ყველა ადამიანს აქვს სისუსტე და როგორც წესი, სწორედ ესაა ყველაზე საინტერესო.
  • მართალია, გამოცდილება სიბრძნეს გვმატებს, მაგრამ სრულიად არ ამცირებს სიბრიყვეს.
  • უსიამოვნებების მთავარი მიზეზი ყველაფერზე სწრაფად დათანხმება და უარის თქმის უუნარობაა.
  • უიღბლო ადამიანს საერთოდ არ აქვს უნარი გაასაღოს საკუთარი შეცდომა მორიგ ექსპერიმენტად.
  • სუსტი ადამიანი უმჯობესია მტრად აქციო, ვიდრე მეგობრად.
  • ცხოვრება მოკლეა, მაგრამ საკმაოდ გრძელია, რათა ყველაზე ძლიერი ადამიანიც გადაამტვრიოს.
  • რჩევის მიცემა ყველას უყვარს, მიღება არავის.
  • რაც უფრო ნაკლები ვიცით, მით უფრო მეტად გვღრღნიან ეჭვები.
  • ყველა ბრიყვი ერთიანად რომ გაქრეს სამყაროდან, ცხოვრება საშინლად მოსაწყენი და ნაკლებად მომგებიანი იქნება.
  • ძაღლი ერთადერთი არსებაა, რომელსაც იმაზე მეტად უყვარხარ, ვიდრე თვითონ გიყვარს საკუთარი თავი.
  • გამოცდილება – სკოლაა, სადაც ადამიანი ხვდება რამდენად ბრიყვი იყო მანამდე.
  • კეთილგონიერება – არა ვნების, ცდუნების არ არსებობა, არამედ მათი მართვის უნარია.
  • ყველაზე დიდი შურისძიება – პატიებაა.