LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – სერგეენკო „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლაზე

64
sergeenko

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტში შესვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები უცნაური და არათანმიმდევრულია, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

როგორც ის აღნიშნავს, „უსაფუძვლოდ მაგრამ ოპტიმისურად სჯერა, რომ ისინი კონსტრუქციულობის ელემენტებს გამოიჩენენ”.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის, კარგია. უკეთესი იქნებოდა დროზე შემოსულიყო და ეს ამხელა აურზაური თავიდან აგვეცილებინა. მინიმუმ არათანმიმდევრულობაა, თავიდან მკაცრად აკრიტიკებდნენ პარლამენტს, თვლიდნენ, რომ არალეგიტიმურია, შემდეგ მოითხოვდნენ შეთანხმება შემდგარიყო, როცა შედგა, ხელი არ მოაწერეს და ახლა ნაწილობრივ შემოდიან. უცნაური და არათანმიმდევრულია ჩემი აზრით, თუმცა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

მე გულის სიღრმეში ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, თუმცა, უსაფუძვლოდ ვფიქრობ აშკარად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამონახავს ძალას იმისთვის, რომ თუნდაც, მინიმალურად კონსტრუქციული, შედეგზე და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული აქტივობები ჩაატარონ და არა მხოლოდ თავიანთი ძალაუფლების მოპოვებისთვის,”- განაცხადა სერგეენკომ.

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები