LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი კარტოფილი “ყაზბეგის” საბაჟოდან უკან გააბრუნეს

120
potatoes-can-be-healthful

“ყაზბეგის” საბაჟოდან 42 000 კგ კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი კარტოფილის (42 000 კგ.) შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

აღნიშნული საქონელი, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.