LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოჭის პორტი“: „აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლის გახსნაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“

236

„სოჭის საზღვაო პორტი შავი ზღვის გავლით, აფხაზეთსა და საქართველოს მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს „ТАСС“-ს სააქციო საზოგადოება „სოჭის საზღვაო პორტის“ გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმიროვმა განუცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ იქნება [სამგზავრო გადაყვანა] აფხაზეთსა და საქართველოში ამოქმედდება, ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიზნად გვაქვს [გადაყვანა] ამ ზაფხულს დავიწყოთ“, – განაცხადა ვლადიმიროვმა.

გავრილოვი: აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

მანვე დასძინა, რომ ტრანსპორტირება სოჭიდან საქართველოში თავდაპირველად, სავარაუდოდ, ბათუმში განხორციელდება.

ლავროვი: „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მივესალმები“

ლავროვმა ასევე ახსენა ნდობის აღდგენის მიზნით ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროექტი და თქვა, რომ მიესალმება ამას – „ეს ძალიან, ძალიან სასარგებლოა.“

„ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნაზე. ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ჩვენი ტურისტების საჭიროებები და განვვითარდეთ ამ მიმართულებით.“ – აღნიშნა ვლადიმიროვმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე იმედი გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g