LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლიკვიდირებულია

117
69378609-2102231083414446-2376174241146994688-n

სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში ცეცხლის კერების სრულად ლიკვიდირება შეძლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი.

საყავრეს მიმდებარედ 250 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 114 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 230 ტონა წყალი დაასხეს.

ადგილზე გახსნილი იყო სპეციალური შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა.

საყავრეს მიმდებარედ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა განახევრდება.მეხანძრე-მაშველები ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მონიტორინგის მიზნით დარჩებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები