„მხოლოდ ქართულის“ პირველი სეზონის გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი ერთ-ერთი ცნობილი სახეა, ვინც რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე აქტიურად ჩანს.
მან სცენაზეც გადაინაცვლა და შეკრებილი საზოგადოების წინაშე გია ყანჩელის ცნობილი სიმღერა – „ჰერიო, ბიჭებო“ შეასრულა.
სოფოს შესრულებას აპოლოდისმენტები მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან.
„თავისუფლებას ვერასდროს ვერაფერი გააჩერებს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენრიცხოვანია მტერი. თავისუფლებაც, რამდენრიცხოვანიც უნდა იყოს, ნებისმიერ მტერს ამარცხებს ყოველთვის“, აღნიშნა გამოსვლის დასასრულს მომღერალმა.
ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე
https://www.facebook.com/TeamForFreedom/videos/2336683733080234/