LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტი – მსოფლიო მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

260
WEBMAP-AZERBAIJAN-ARMENIA-NAGORNO-KARABAKH

სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერები. სიტუაციას ერთობლივი განცხადებით ეხმაურება დიდი ბრიტანეთი და კანადა. ქვეყნები  შეშფოთებას გამოთქვამენ და ოფიციალურ ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს კონფლიქტის დასარეგულირებლად ქვეყნებს მაღალი დონის შეხვედრისთვის საკუთარი ტერიტორია შესთავაზოს.

კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივანი ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ესაუბრა.

მხარეებს დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს გერმანიის ფედერალური მთავრობაც. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი შტეფან ზიბერტი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს “უკიდურესად სახიფათოდ” აფასებს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ვიდეოკონფენერენციის დროს გუტიერეშს არსებული ვითარება გააცნო და განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე უნდა დარეგულირდეს.

ოფიციალური ერევნის ცნობით, გაეროს გენერალურმა მდივანმა სომხეთის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას ხაზი მშვიდობის აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა. დღესვე ამავე საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g