LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდა, ფაშინიან? “სომხეთი ებრძოდა არა მარტო აზერბაიჯანს”

750
FORTUNA.GE (39)

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს ყველას, „თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის“.

26-წლიანი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დასრულდა: ფაშინიანმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი – ყარაბაღი აზერბაიჯანია

„27 სექტემბერს არცახის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც უპრეცედენტო იყო, მასში ჩართული ძალებისა და შეიარაღების ტიპების კუთხით. ეს უპრეცედენტო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენი არმია ფაქტობრივად ებრძოდა არა მხოლოდ 10 მილიონ აზერბაიჯანს, არამედ თურქეთს, რომელიც არაპირდაპირ იყო ჩართული საომარ პროცესებში და აზერბაიჯანს პოლიტიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ თანადგომას უცხადებდა. ასევე, ვიბრძოდით რამდენიმე ათასი დაქირავებული ტერორისტის წინააღმდეგაც.

ჩვენმა არმიამ ამ პირობებშიც გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და არ შეეძლო, რათა წინააღმდეგობა გაეწია მოწინააღმდეგისთვის. სომხეთის არმიის თითოეულმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა და გენერალმა მაქსიმუმი გააკეთა სამშობლოს დასაცავად. ამ ომმა წაგვართვა საუკეთესო შვილები, რომელთა ხსოვნაც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.

ყოველი თქვენთაგანი დარწმუნებული უნდა იყოს და მცირედი ეჭვიც არ უნდა გაჩნდეს, რომ ჩვენმა არმიამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და არ შეეძლო.

მაგრამ დადგა დრო, რომ შეგვეწყვიტა სისხლისღვრა. სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მივიდა შეთანხმებამდე, რომლის შინაარსიც უკვე იცით. ომი სრულად არ დასრულებულა და არცახში საომარი მოქმედებები გრძელდება. ჩვენ ვიცავთ და ვალდებული ვართ, შევასრულოთ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები. ჩვენ ვალდებული ვართ, ვიპოვოთ ჩვენი გმირების ყველა ცხედარი. ომი მთავრდება, არმიამ თავისი საქმე გააკეთა და აგრძელებს ამის კეთებას თავდაუზოგავად.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც სახელმწიფოებრიობას ძირს გამოუთხრის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

9 პუნქტიანი შეთანხმების თანახმად, დღეიდან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები შეწყდება, სომხეთი ტერიტორიიდან სამხედრო დანაყოფებს გაიყვანს, 20 ნოემბრამდე კი აღდამის რეგიონი, ქალბაჯარი – 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს, ასევე სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს დაუბრუნდება.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გაფორმებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

… ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ

მინდა ერთი საკითხის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემო ძვირფასო ხალხო, ალბათ შეამჩნიეთ, რომ განცხადებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ წერია, სად არის სომხური მხარის მოთხოვნები მისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით? – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობის მიმართ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც სომხებს ავტონომია შესთავაზა, მათგან უარი მიიღო და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მოინდომეს.

„როდესაც მე მათ ავტონომია შევთავაზე, არ დამთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღი „დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ და აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვონ. აქ კი ამაზე ერთი სიტყვაც არ წერია. რა მოხდა? რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა სტატუსს? ის დასამარდა, გაუჩინარდა, წავიდა და არც არასდროს იქნება, ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ“, – განაცხადა ალიევმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g