LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი ენმ-ს კონტრაქციებზე: არანაირი დაორგანიზება ხელისუფლების მხრიდან არ ხდება 

39
სოზარ-სუბარი

„არანაირი დაორგანიზება ხელისუფლების მხრიდან არ ხდება და ამის ვერც ერთ ფაქტს ვერ წარმოადგენენ,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა რეგიონებში გამართულ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციებზე საუბრისას განაცხადა.

სოზარ სუბარის აზრით, ცოცხი და ყავარჯენი არის სიმბოლო იმ ხელისუფლების, რომელიც ძალმომრეობის და ადამიანის ღირსების შელახვის სიმბოლოდაა ქცეული და ამდენად, ადამიანები ამ ფორმით თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.

„არანაირი დარბევა, სიტყვაც არ გამოიყენოთ“- კუჭავა დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები შეძლებენ აქცია მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს

„სულ მესმის მთელი დღის განმავლობაში, რომ ქვები ესროლეს მანქანებს, გზები გადაკეტეს, თუმცა ვერც ერთი მაგალითი გზის გადაკეტვის და ქვების სროლის ვერ ვნახეთ. მეორეს მხრივ, როგორც არის აქციის უფლება, ისე არის კონტრაქციის უფლებაც, ადამიანები გამოხატავენ თავის პოზიციას.

ცოცხი და ყავარჯენი არის სიმბოლო იმ ხელისუფლების, რომელიც ძალმომრეობის და ადამიანის ღირსების შელახვის სიმბოლოდაა ქცეული. ეს ადამიანები გამოხატავენ თავის პროტესტს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი კონტრაქციებში საჯარო მოხელეების ჩართულობის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მათი მოქალაქეობრივი უფლებაა.

„ვუსმინე ზოგიერთ დეპუტატს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს, იქ საკრებულოების წევრები გამოდიანო. კი ბატონო, საკრებულოს წევრიც არის ისეთივე მოქალაქე, როგორიც არის პარლამენტის წევრი.

თუ პარლამენტის წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან აქვთ უფლება დააორგანიზონ აქცია, თუ მერობის კანდიდატებს, იგივე დეკანოიძეს აქვს უფლება დააორგანიზოს აქცია, თუ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს აქვთ უფლება, დააორგანიზონ აქცია და ამ აქციებში მონაწილეობა მიიღონ, ვინ უკრძალავს, რომ კონტრაქციებში მიიღონ მონაწილეობა „ქართული ოცნების“ წევრებმა, რომლებიც პარალელურად საკრებულოს წევრები არიან,“– განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს თბილისისკენ მომავალ კოლონებს გზად ცოცხები დაახვედრეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები