LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანაირი დარბევა, სიტყვაც არ გამოიყენოთ“- კუჭავა დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები შეძლებენ აქცია მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს

96
კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ისინი შეძლებენ, დღევანდელი აქცია მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს.

კუჭავამ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მოსაზრებისაა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ცოცხებით ხვდებიან და ხომ არ იგეგმება რაიმე პროვოკაცია ან დარბევა“.

„არანაირი დარბევა, სიტყვაც არ გამოიყენოთ, არც იგეგმება და ვერ იქნება ფიზიკურად, რადგან დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ისინი შეძლებენ, ნებისმიერი სახის მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს აქცია და მიეცეთ საშუალება, თავიანთი ნება გამოავლინონ“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

თბილისისკენ მომავალ კოლონებს გზად ცოცხები დაახვედრეს.

რაც შეეხება კითხვას პრემიერის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ „მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, რათა მოეხდინა დესტაბილიზაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც“, – კუჭავას თქმით, აღნიშნული კომენტარი არ მოუსმენია და ამაზე ვერ ისაუბრებს.

„მე არ მომისმენია, რა კომენტარზეა საუბარი, ამიტომ კომენტარზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა მე პირადად არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს შესაბამისმა უწყებამ, იქნება ეს პენიტენციური დაწესებულება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო.

რაც შეეხება კითხვას: „სასულიერო პირები აქტიურად საუბრობენ დიდ, ეროვნულ შერიგებაზე, იზიარებთ თუ არა მათ მოსაზრებებს და საჭიროა თუ არა, თუნდაც პოლიტიკური სპექტრიდან დაიწყოს ეროვნული შერიგება“, – კუჭავას შეფასებით, ეს საჭირო და აუცილებელიც არის.

„ვისურვებდი, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული თითოეული ქართველისთვის, ყველა ჩავფიქრდეთ, რამდენად სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის ერთიანობა, ერთმანეთის გვერდში დგომა.

აქციაზე არასდროს ვყოფილვარ და არც არავის მოვუწოდებ, მივიდეს, უბრალოდ ვიფიქროთ შერიგებაზე: მეუფე ნიკოლოზი

ვისურვებდი, რომ ეს არა მხოლოდ ჩანაფიქრი იყოს, არამედ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ თუნდაც პარლამენტი იყოს ერთ-ერთი პირველი მაგალითის მიმცემი, თუ როგორ შევძლებთ ჩვენ თანამშრომლობას ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები