LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა ბათუმში: ვულკანიზაციის მიმართულებით ორი პირი ისროდა

77
BeFunky-collage - 2020-11-03T102313.467

გუშინ გვიან ღამით ბათუმში, პუშკინისა და ლორიას ქუჩების კვეთაზე გასროლის ხმა იყო. ამ დროისათვის  არსებული ინფორმაციით, გასროლის ხმა აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე ვულკანიზაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივი მოქალაქეების განცხადებით, ორმა პირმა ვულკანიზაციის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტს “ფორტუნასთან” შს სამინისტრო ადასტურებს. უწყების განმარტებით,  გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” ორი მუხლით დაიწყო, ერთი 126-ე რაც ძალადობას, ხოლო მეორე 236-ე მუხლით რაც იარაღის უკანონოდ ტარებას გულისხმობს.

ამ დროისათვის მომხდარ ფაქტზე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები